კლუბი "ჰანგები"



                      მუსიკალური  კლუბი

                              „ ჰანგები“




სლოგანი : მუსიკის გარეშე ცხოვრება შეცდომა იქნებოდა.” 

ფრიდრიხ ნიცშე









სსიპ  ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისის  საჯარო  სკოლის  
კლუბ  ,,ჰანგები“ ის
წესდება
მუხლი 1. ზოგადი    დებულებები
1. სსიპ  ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისის საჯარო  სკოლის მუსიკის კლუბი ,,ჰანგები-“ ის (შემდგომში - კლუბი) დაფუძნებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სკოლის წესდების“ მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსწავლეთა თვითმმართველობის   წევრთა ინიციატივით.
2. კლუბი  დაფუძნებულია   ერთი  სასწავლო წლის  ვადით.
3. კლუბს  აქვს  სახელწოდება,   ლოგო,  აგრეთვე   შეიძლება   ჰქონდეს   სხვა  რეკვიზიტები.
4 კლუბის  იურიდიული  მისამართი:   საქართველო,  სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისის  საჯარო სკოლა.

მუხლი 2. კლუბის  მიზნები  და  დაარსების იდეა
1.კლუბის მიზნებია:
1.1.  სკოლის მოსწავლეებისათვის საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობების მიცემა;
1.2. სასკოლო პროგრამების მხარდაჭერა;
1.3. საგანმანათლებლო ბაზის შექმნა;
1.4. მოსწავლეთა კვლევის,  ანალიზის, ჯგუფური მუშაობისა და დისკუსიის უნარების გამოვლენა, ჩამოყალიბება და განვითარება;
1.5.მიღებული ცოდნის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში;
1.6. პრეზენტაციის უნარების ჩამოყალიბება;
1.7. პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარება;
1.8. წყვილებში, ჯგუფურად და ინდივიდუალურად მუშაობისას გამოცდილების მიღება-გაზიარება;
2. კლუბის დაარსების იდეაა მოსწავლეთათვის კლუბის ფარგლებში წარმოშობილი პრობლემური თუ საინტერესო საკითხების განხილვა, სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზება მოსწავლეთა პრაქტიკული და თეორიული უნარების განვითარებისათვის.

მუხლი 3. კლუბში გაწევრიანება და წევრობის შეწყვეტა

1. კლუბის  წევრობა  ნებაყოფლობითია;
2. კლუბის  წევრი  შეიძლება  გახდეს  ამავე სკოლის  საბაზო საფეხურის    მოსწავლე, რომელიც იზიარებს  კლუბის   მიზნებს;
3. კლუბის წევრობის მსურველმა  უნდა  მიმართოს კლუბს  წერილობით ამ წესდების დანართი N1 -ით დამტკიცებული ფორმით;
4. კლუბის  წევრი  ვალდებულია   მიიღოს მონაწილეობა  კლუბის  საქმიანობაში, დაიცვას  წესდების  მოთხოვნები,  შეასრულოს  დავალებები  და  კლუბის  მიერ მიღებული  გადაწყვეტილებები;
5. კლუბის  წევრს  ეკრძალება  იმოქმედოს ორგანიზაციის  სახელით  კურატორთან  შეთანხმების  გარეშე;
6. კლუბი  პასუხისმგებელია მისი  წევრის  მხოლოდ  იმ საქმიანობაზე, რომელიც  დაკავშირებულია  კლუბის  საქმიანობასთან;
7. კლუბის  წევრს  უფლებამოსილება  უწყდება:
ა) პირადი  განცხადების  დაფუძველზე;
ბ) კლუბის  წევრთა ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით,  როდესაც  მისი   საქმიანობა  ეწინააღმდეგება  კლუბის მიზნებს  და  უხეშად  არღვევს აღნიშნული  წესდების  დებულებებს;
გ) მოსწავლის ამორიცხვის, გარიცხვის, სტატუსის შეჩერების შედეგად;
8. კლუბის წევრთა რაოდენობა არ არის გასაზღვრული.

მუხლი 4. კლუბის  მართვა  და გადაწყვეტილებების  მიღების წესი

1. კლუბს  შეიძლება  ჰყავდეს მინიმუმ ერთი  კურატორი  (მასწავლებელი),  რომლის  უფლებამოსილებაა  უხელმძღვანელოს კლუბის  საქმიანობას, ერთპიროვნულად წარადგინოს კლუბი  მესამე  პირებთან, უხელმძღვანელოს  კლუბის  მიერ  განსახორციელებელი პროექტებისა  და  პროგრამების  შემუშავებასა  და  რეალიზაციას,  განაგოს  კლუბის ქონება;
2. გადაწყვეტილების მიღებისას ხმის უფლებით სარგებლობენ კლუბის წევრები, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ დამსწრეთა უმრავლესობით.

მუხლი 5. კლუბის  მუშაობა

1. კლუბი  იკრიბება  საჭიროებიდან გამომდინარე;
2. კლუბი  მუშაობს   წინასწარ  შემუშავებული  სამუშაო გეგმით;
3. კლუბის კურატორი  ინტერნეტსივრცეში სკოლის ვებგვერდზე ან სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე ან ბლოგზე განათავსებს შემდეგ ინფორმაციას:
3.1. კლუბის სახელწოდება და შესაბამისი ატრიბუტიკა;
3.2. კლუბის წესდება, მისი დაარსების იდეა და მიზნები;
3.3. კლუბის სამუშაო გეგმა;
3.4. განაცხადის ფორმა კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის;
3.5. საკლუბო აქტივობების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალა/შესაბამისი ბმული;
4. ამ წესდების მეორე მუხლით გათვალისწინებული  ამოცანებისა და მიზნების მისაღწევად  კლუბის წევრები:
4.1.ახორციელებენ კვლევას სკოლის მოსწავლეთათვის საინტერესო საკითხვებზე;
4.2.ორგანიზებას უწევენ კონკურსებსა და სხვადასხვა პროექტებს;
4.3.უზრუნველყოფენ მოსწავლეთა ინფორმირებას კლუბის ფარგლებში წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით;
4.4.წინადადებებით მიმართავენ სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობას.

მუხლი 6. კლუბის   საქმიანობის  შეწყვეტის საფუძვლები

კლუბის საქმიანობა წყდება:
ა) მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრების გადაწყვეტილებით, თუკი კლუბმა დაკარგა აქტუალურობა (მოსწავლეებში დაინტერესება);
ბ) კლუბის მოქმედების ვადის გასვლით.
მუხლი 7. ცვლილებების შეტანა
კლუბის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება ცვლილების შესახებ ინიციატივის მოსწავლეთა თვითმმართველობის საბაზო/საშუალო საფეხურის გაერთიანებულ სხდომაზე განხილვისა და დამტკიცების შედეგად.




 კლუბის სამუშაო გეგმა


1        ოქტომბერი:  კლუბის დაკომპლექტება
2        
2.   ნოემბერი  ლექსებისა და სიმღერების მოძიება და დანაწილება ინტერესების მიხედვით

3.    დეკემბერი   ღონისძიების  სცენარის შემუშავება

4.    იანვარი   როლების დანაწილება სცენარის მიხედვით

5.    თებერვალ- მარტი  სცენარზე მუშაობა

6.     აპრილი   ღონისძიების პრეზენტაცია.




განაცხადი  კლუბის  შექმნის  შესახებ

სსიპ ხულოს  მუნიციპალიტეტის 
სოფელ დიოკნისის  საჯარო  სკოლის 
დირექტორს ბატონ რევაზ ძირკვაძეს
ამავე  სკოლის მუსიკის  პედაგოგის
სულიკო საგინაძის 

განცხადება

2018 წლის 19ოქტომბერს დიოკნისის  საჯარო  სკოლაში  შეიქმნა  მუსიკის კლუბი „ჰანგები  “ ჩვენი  კლუბის  მიზანია ხელი  შევუწყოთ  მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებას მუსიკის მიმართ  და   შემოქმედებითი  უნარების  განვითარებას.
გთხოვთ  დამრთოთ  ნება განვახორციელოთ  აღნიშნული  საქმიანობა.



განმცხადებელი: ს.საგინაძე

თარიღი:19.10 .2018









განცხადება  კლუბის  წევრობაზე

სსიპ ხულოს   მუნიციპალიტეტის 
სოფელ  დიოკნისის საჯარო სკოლის
მუსიკის  კლუბ „ჰანგები“-ს
კურატორს ბატონ
                                                                                       სულიკო საგინაძეს
ამავე  სკოლის ............ კლასისმოსწავლის ....................................................

გ    ა    ნ   ც    ხ   ა   დ   ე   ბ    ა
სურვილი  მაქვს  გავწევრიანდე  ___________________________ კლუბ „___________________“-ში.
გთხოვთ, დააკმაყოფილოთ  ჩემი  სურვილი.




განმცხადებელი: _________________________

თარიღი

სსიპ  ხულოს მუნიციპალიტეტის
 დიოკნისის საჯარო სკოლის
მუსიკის კლუბის კურატორს სულიკო საგინაძეს

                          ამავე სკოლის ---- კლასის მოსწავლე
--------------------------------------------
მშობლის ----------------------------------------


გ ა ნ ა ც ხ ა დ ი
გთხოვთ, ჩემი შვილი, სსიპ ---------------------------- საჯარო სკოლის --- კლასის მოსწავლე --------------------------------- გააწევრიანოთ ამავე სკოლაში შექმნილ ------------------------- კლუბში.

პატივისცემით,

განმცხადებელი:
















No comments:

Post a Comment