გაკვეთილის გეგმები

გაკვეთილის გეგმა
 გაკვეთილის თემა
ლ.ვ.ბეთჰოვენი
სწავლების საფეხური და კლასი
მერვე კლასი საბაზო საფეხური
მასწავლებლის სახელი, გვარი
სულიკო საგინაძე  მუსიკა
 მოსწავლეთა რაოდენობა
4 მოსწავლე
5. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
არ არის
  გაკვეთილისმნიშვნელობა/აქტუალობა
გააღრმაოს მოსწავლეთა ცოდნა კლასიკური მუსიკის და კლასიკოსების შესახებგაკვეთილის თემა მოსწავლეებს გამოუმუშავებს მოსმენის და შემდეგ მოსმენილზე საკუთარი აზრის გამოთქმის და მსჯელობის უნარ-ჩვევებს.მიღებულ ცოდნას დაუკავშირებს სხვა კომპოზიტორთა შემოქმედებას.გააკეთებს მსგავსება განსხვავებას ნასწავლ და მომდევნო მასალას შორის.
 გაკვეთილის სასწავლო მიზნები
კომპოზიტორთა ბიოგრაფიის და შემოქმედების ცოდნა ,მუსიკალური ტერმინების განმარტებები,მუსიკის მოსმენა ანალიზი,
 ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულიმისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
მუს.VIII.2. მოსწავლეს შეუძლია სიმღერათანაკლასელებთან ერთად.
მუს. VIII .5.  მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების გაანალიზება.

მუს.VIII.6.  მოსწავლეს შეუძლია გააცნოს თანაკლასელებს მუსიკალური ხელოვნების ნიმუში ან მუსიკოსის შემოქმედება.

მუს.VIII.7.  მოსწავლე იცნობს და შეუძლია ქართული და მსოფლიო   მუსიკალური ხელოვნების ცნობილი ნიმუშების დახასიათება.




არჩევს სხვადასხვა გამომსახველობით ხერხს მუსიკალური ნაწარმოების შესრულებისას;
მასწავლებელი ასრულებს მუსიკალური ნაწარმოებების ფრაგმენტებს / სიმღერებს და ეყრდნობა სანოტო ჩანაწერს.
 თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)
 აქტივობა 1 მასწავლებელი აცნობს მიზანს თემას და შეფასების რუბრიკებს .ააქტიურებს წინარე ცოდნას და უსვამს ამისათვის კითხვებს კომპოზიტორის შესახებ მოსწავლეები საუბრობენ კომპოზიტორის ბიოგრაფიასა და შემოქმედებაზე.(10წთ)
  აქტივობა 2 მუსიკის მოსმენის შემდეგ  მსჯელობენ მუსიკის ხასიათზე ,ტემპზე,თუ რას მიუძღვნა კომპოზიტორმა ეს ნაწარმოები.
(10წთ)
  აქტივობა 3  აკავშირებენ ახალ ნასწავლს ძველთან.(5წთ)
რა შეისწავლეს ან რა უნდათ ისწავლონ ავსებენ ვიცი– მინდა ვიცოდე –ვისწავლე სქემას(10წთ
  აქტივობა 4 მოსასმენი მასალა ინტერნეტის საშუალებით
მუსიკალური ინსტრუმენტი ფორტეპიანო თუ არის ამის საშუალება.(10წთ)

ბეთჰოვენის N3 სიმფონია I ნაწილი
ბეთჰოვენის N6 სიმფონია IV ნაწილი
ბეთჰოვენი"კონტრდანსი"
 შეფასება
საშინაო დავალება
 აქტივობა 5 საშინაო დავალების მიცემა – მონახონ და მოისმინოსნ ბეთჰოვენს მე–9 სიმფონია გადმოსცენ შტაბეჭდილებები(5წთ)


  ვიყენებ ინდივიდუალურ და ჯგუფური შეფასების ტიპს რუბრიკას , ვაფასებ და ერთმანეთსაც აფასებ რუბრიკის დახმარებით







შეფასების რუბრიკა

შედეგები
1-2 ქულა
3-5 ქულა
6-7 ქულა
8-10 ქულა
აქტიური მონაწილეობა
არ არის ჩართული
პერიოდულად ერთვება
აქტიურია
აქტიურია პროდუქტიულია
საკუთარი აზრის დასაბუთება
ვერ აყალიბებს საკუთარ აზრს
იშვიათად აყალიბებს საკუთარ აზრს
ზოგ შემთხვევაში  გამოთქვამს საკუთარ აზრს ,უჭირს დასაბუთება.
ყველა საკითხზე აქვს საკუთარი აზრი და ასაბუთებს
სხვისი აზრის მიმართ პატივისცემის დემონსტრირება
არ უსმენს სხვების აზრს,აწყვეტინებს
ყოველთვის არ უსმენს ანუსმენს მაგრამ აქვს არაადეკვატური საქციელი
უსმენს სხვების აზრებს და ცდილობს იყოს კორექტული
ყურადღებით უსმენს სხვების აზრებს აანალიზებს და კ






გაკვეთილი გეგმა
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის  მთავარი თემა
ქართული ხალხური საკრავები
სწავლების  საფეხური
საბაზო
მოსწავლეთა პროფილი
7
გაკვეთილის მნიშვნელობა| აქტივობა
მოსწავლეებს  შეექმნებათ წარმოდგენა  სხვა და სხვა ქართულ ხაიხარ საკრავებზე.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
   მიზანი:
გაეცნობა კუთხეების მიხედვით თუ რომელი ქართული საკრავი რომელ კუთხეშია გავრცელებული   განუვითარდებათ კვლევის,შედარების უნარჩვევები.
მუს.VII.4.  მოსწავლეს შეუძლია სასწავლო  პროექტშიმონაწილეობა.

შე[i]    შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მოიძიებს თეორიულ მასალას, ქმნის რესურსს;
მუს.VII.7 მოსწავლე იცნობს და შეუძლია  ქართული და მსოფლიო მუსიკალური ხელოვნების ცნობილი ნიმუშების  დახასიათება.
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა  გააზრებულათ იციან სხვა და სხვა  ქვეყნის საკრავები ისინი იცნობენ ქართულ  ხალხურ საკრავებს
შეფასების საგანი და პროცედურები
იცნობს ქართ.ხალხ. საკრავებს როგორც სურათით ასევე მუსიკალურ საკრავებს ამოიცნობს მოსმენის დროს.
სასწავლო მასალა და ტექნიკური  რესურსები
დაფა,წიგნი,მაგნიტაფონი ,კომპოზიტორებისა და საკრავების ილუსტრაციებს ფურცლები კითხვებზე პასუხისათვის
გაკვეთილის  მსვლელობა
1.აქტივობა დავსვავ  მაპროვოცირებელ კითხვებს თუ რომელი საკრავი სად არის გავრცელებული 5წთ.
2.აქტივობა კითხვა-პასუხის რეჯიმი   ,ისაუბრებენ ქართული ხალხური საკრავების შესახებ  10წთ
ისაუბრებენ საქარართველოს კუთხეებზე ,ჩამოთვლიან საქართველოს კუთხეებს:მაგ.დასავლეთ საქ.გურია,სმეგრელო, იმერეთი,რაჭა,სვანეთი და  ჩამოთვლიან აქ გავრცელებულ საკრავებს მაგ.ჩონგური,გუდასტვირი,ჭიბონი, ლარჭემ-სოინარი .აღმოსავლეთ საქართველო:ქართლი, კახეთი ,მთიანი კუთზეები.თუშეთი, ფშავი,ხევსურეთი ,მთიულეთი და ჩამოთვლიან აქ გავრცელებულ საკრავებს,ფანდური,სალამური ,დოლიმ ,გარმონი
3. აქტივობა წინასწარ მომზადებუ ქართ.ხალხ.საკრავებს ჩამოვკიდებ დაფაზე  და მოხდება მათი ამოცნობა 5 წთ.
4.აქტივობა მოვასმენინებ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ინსტრუმენტებს ჯღერადობას და მოსწავლეები ამოიცნობენ საკრავებს ჟღერადობით 10წ.
5.გაკ   5. აქტივობა გაკვეთილის შეჯამება და შეფასება  მოსწავლეები აჯამებენ გაკვეთილს კითხვეზე პასუხის გაცემით  თუ რა ისწავლეს ახალი ?რა მოეწონათ ?რამ დააინტერესათ ყველაზე მეტად ? რას ისურვებდნენ შემდგეისათვის რომ ისწავლონ რომელი საკრავზე დაკვრას ? 10 წთ
შემდ შემდეგ აფასებენ ერთმანეთს და ასევე ვაფასებ რუბრიკების მიხედვით
5წთ
  
                          რა ისწავლეს ახალი?



                          რა მოგეწონათ  რომელი აქტივობა ?



                         რამ დააინტერესათ ყველაზე მეტად ?


                         რას ისურვებდნენ შემდგეისათვის რომ ისწავლოთ?



                        რომელი საკრავზე დაკვრას ისურვებდით ?














შეფასების რუბრიკა

შედეგები
1-2 ქულა
3-5 ქულა
6-7 ქულა
8-10 ქულა
აქტიური მონაწილეობა
არ არის ჩართული
პერიოდულად ერთვება
აქტიურია
აქტიურია პროდუქტიულია
საკუთარი აზრის დასაბუთება
ვერ აყალიბებს საკუთარ აზრს
იშვიათად აყალიბებს საკუთარ აზრს
ზოგ შემთხვევაში  გამოთქვამს საკუთარ აზრს ,უჭირს დასაბუთება.
ყველა საკითხზე აქვს საკუთარი აზრი და ასაბუთებს
სხვისი აზრის მიმართ პატივისცემის დემონსტრირება
არ უსმენს სხვების აზრს,აწყვეტინებს
ყოველთვის არ უსმენს ანუსმენს მაგრამ აქვს არაადეკვატური საქციელი
უსმენს სხვების აზრებს და ცდილობს იყოს კორექტული
ყურადღებით უსმენს სხვების აზრებს აანალიზებს და კ




რეფლექსია

    ჩემს მიერ ჩატარებული გაკვეთილი თემაზე  ლ. ვ. ბეთჰოვენი მე-8 კლასში. გაკვეთილი დავგეგმე ეროვნულ სასწავლო  გეგმით განსაზღვრულ მიზნებზე, მისაღწევ შედეგებზე, ინდიკატორებზე დაყრდნობით და მათი გათვალისწინებით.
    გაკვეთილის მიზანი იყო კომპოზიტორთა ბიოგრაფიის და შემოქმედების ცოდნა ,მუსიკალური ტერმინების განმარტებები,მუსიკის მოსმენა ანალიზი.
     მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის მიზანი თემა და შეფასების რუბრიკები. შემდეგ წინარე ცოდნის გასააქტიურებლად წინარე ცოდნას და უსვამს ამისათვის კითხვებს კომპოზიტორის შესახებ გაეხსენებინათ რომელი კომპოზიტორი ვისაც იცნობდნენ ან ქართველს ან უცხოელს  მოსწავლეები  საუბრობენ  კომპოზიტორის ბიოგრაფიასა და შემოქმედებაზე.  
 შემდეგ  ვასმენინებ ბეთჰოვენის სიმფონიის ნაწყვეტს. მუსიკის მოსმენის შემდეგ  მსჯელეს მუსიკის ხასიათზე , ტემპზე,თუ რას მიუძღვნა კომპოზიტორმა ეს ნაწარმოები . რა გრძნობა დაეუფლათ მისი მოსმენის შემდეგ ან  კომპოზიტორის რა ხასიათი დაინახეს  მოსმენილში.

       გაkვეთილის ბოლო ფაზაზე გამოვიყენე კოგნიტური სქემა ვიცი– მინდა ვიცოდე –ვისწავლე . ამ სქემის საშუალებით გამოვარკვიე მოსწავლეთა ინტერესი რა აინტერესებთ რომ იცოდნენ , რა ცოდნა აქვთ და რა ისწავლეს ახალი გაკვეთილიდან
მუსიკის გაკვეთილები როგორც ვიცით უფრო ავითარებს შემოქმედებით უნარებს და ნათლად წარმოაჩენს მოსწავლეებში ამ უნარებს და აძლევს გამოვლენის საშუალებას.
  მინდა აღვნიშნო , კლასი ნამდვილად ცდილობდა მორგებოდა ყველა ახალ აქტივობას, მაგრამ მოსწავლეები ახლა სწავლობენ ამ ყველაფერს, ამიტომ მეტი მუშაობაა საჭირო, რათა იყვნენ უფრო გახსნილები, არ იგრძნონ თავი შებოჭილებად, საკუთარი აზრი გამოთქვან თამამად. რაშიც ვფიქრობ მეტი მუშაობაა საჭირო.შემდეგ გაკვეთილზე უფრო მეტ ახალ და სახალისო აქტივობებს დავგეგმავ ცნობილი კომპოზიტორების შესახებ ,ასევე მათაც ჩავრთავ პრეზენტაციების გაკეთებაში

    შემიძლია ვთქვა, რომ ჩატარებულ გაკვეთილზე მივაღწიე გეგმით განსაზღვრულ შედეგებს.მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები ინდივიდუალურ და მთელი კლასის მუშაობაში. ვთვლი, რომ ყველა აქტივობა შეესაბამებოდა გაკვეთილის მიზნებს. მოსწავლეები კიდევ უფრო დაინტერესდნენ ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშებით.
      




[i]



No comments:

Post a Comment